ჩვენს შესახებ

განვითარება

ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ ყოველდღიური ოპერაციების გამარტივება, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებით მიიღწევა, დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.

პირველი ნაბიჯი

ისტორია

ცხოვრების გამარტივებასა და დაბრკოლებების მარტივად გადალახვაზე ფიქრმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე შეუმჩნეველი ბარიერებიც კი გვაკარგვინებს დროს და დისკომფორტს გვიქმნის. უნივერსიტეტის ტურნიკეტთან წიგნებით ხელში მისულებისთვის საფულის ამოღება და მასში არსებული ბარათების დასტიდან საჭიროს ამორჩევა ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვდა, იმავე პროცესის გავლა კი, დღის განმავლობაში, მრავალ სხვადასხვა ობიექტთან გვიწევდა.

„ხელის ერთი მოსმით“ ამ სისტემებთან იდენტიფიცირება ჩავთვალეთ, რომ დიდ კომფორტს შეგვიქმნიდა და დავიწყეთ ჭკვიანი ბეჭდის განვითარება.

დროთა განმავლობაში,  ჩვენი პროდუქტი დავხვეწეთ და შევამჩნიეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან კომფორტული და თანაც ინოვაციური იყო. ამან სტიმული მოგვცა, ჭკვიანი ბეჭდით სარგებლობის საშუალება სხვებისთვისაც მიგვეცა.

მენეჯმენტი

ჩვენი გუნდი

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც საერთო ხედვა და იდეის რწმენა გვაერთიანებს. ყოველდღიურად ვხვდებით უამრავ გამოწვევებს და სიახლეს, ვსწავლობთ და ხორცს ვასხამთ იდეას, რომელიც მრავალი ადამიანს ცხოვრებას გაუმარტივებს.

 

 

 

ჩვენ გვჯერა, რომ ყოველდღიური ოპერაციების გამარტივება, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებით მიიღწევა, დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.

7lH4ma0Ms4fjXcjY9x1e.jpg

გიორგი მიქაცაძე

VRSiixtYZojfzptn5KlQ.jpg

დავით კვიციანი

Tgwq0ETeDtjISChkqNVj.jpg

კობა ცერცვაძე