ფუნქციები

საშვები

ამიერიდან, შეგიძლიათ, დაწესებულებებში შესასვლელად ბარათის ნაცვლად ბეჭედი გამოიყენოთ. 

კნიკი თავსებადია მაღალ სიხშირიან (13.56MHZ) RFID წამკითხველებთან. ბეჭედზე საშვის ჩასაწერად უნდა მიმართოთ სასურველი ლოკაციის ადმინისტრაციას და სთხოვოთ მათ, რომ მიამაგრონ დაშვების ნებართვა ბეჭედზე. პროცედურა ზუსტად ისეთივეა, როგორც ბარათის შემთხვევაში.

სმარტფონის მართვა

კნიკის ბეჭდით შესაძლებელია სმარტფონის მართვა:  მობილურის განბლოკვა, ინფორმაციის ჩაწერა და მრავალი სხვა ფუნქციის შესრულება. გთხოვთ, გადმოწერეთ კნიკის აპლიკაცია Play Store-დან. მობილურის განბლოკვისთვის გამოიყენეთ აპლიკაცია: Smartpass Lock nfc.

ინფორმაციის გაზიარება

კნიკის მეშვეობით შეგიძლიათ გააზიაროთ ლინკები, საკონტაქტო მონაცემები, ტექსტები, ბითკოინის მისამართი ან სხვა ნებისმიერი მცირე ზომის ინფორმაცია.

ანდროიდის ტელეფონიდან ბეჭედში ინფორმაციის ჩასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ კნიკის მობილური აპლიკაცია.

ანდროიდის ტიპის სმარტფონთან ინტერაქციისთვის საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ NFC და მონახოთ დაჭერის წერტილი მობილურის უკანა ნაწილში. სმარტფონზე ხელის შეხებით, ტელეფონში გაიხსნება ის ლინკი თუ ფაილი, რომლის გაზიარებაც გსურთ.

კნიკი iPhone-ის მომხმარებლებისთვის

თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბეჭედზე ჩაწერილი ლიკნები iPhone 7 ან მომდევნო თაობის Apple-ის სმარტფონების მეშვეობით.

ამისათვის საჭიროა გადმოიწეროთ NFC - წამკითხველი აპლიკაცია, მაგალითად GoToTags ან NFC Reader, გახსნათ აპლიკაცია და შეახოთ ტელეფონის ზედა ნაწილი ბეჭედს.

გაითვალისწინეთ, iPhone-ის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ ბეჭედზე არსებული ლინკების წაკითხვა, ინფორმაციის ჩასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ ანდროიდ აპლიკაციები.